მარნეულში გარემოვაჭრეების გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად პატრული მივიდა
დღეს, სამ მაისს მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იდგა. როგორ გაირკვა გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ განთავსდნენ და გზის  ნაწილზე გადაინაცვლეს რაც მანქანების და ქვეითების მოძრაობაში ხელს უშლიდა.

გარემოვაჭრეები რადიო მარნეულთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათი ადგილი ბაზრის შიდა ტერიტორიაზეა თუმცა დიდი გადასახადების გამო უარს ამბობენ შესვლაზე და გარეთ დგომა უწევთ.

„გაყიდვის უფლებას არ გვაძლევენ, ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა 9 ლარი ღირს. მე რა გავყიდო ამდენი რომ 9 ლარ გადავუხადო ბაზრის პატრონს. ისეთი პროდუქტებია ხოლმე 5 ლარის შოვნაც გიჭირს. შუა გზაზე დავდექით და პატრულმა გვითხრა რომ გავწეულიყავით. კანონით ბაზრის შიდა ტერიტორიაზე უნდა ვიყოთ“ - ამბობს გარემოვაჭრე



მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მარნეულის მერიამ 2022 წლის 11 თებერვალს კიდევ ერთხელ სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა თვითდასაქმებულებს ადგილები უკვე დაატოვებინა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზა. კუსტარულად მოწყობილ დახლებს, სადაც ძირითადად, ყველი, ხაჭო, მაწონი და სხვა რძის პროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება, მომხმარებელი საკმაოდ ბევრი ჰყავს. ტერიტორიაზე ავტომობილების და ქვეითების გადაადგილებაც ჭირს

გარევაჭრობა აკრძალვის მიუხედავად - ფოტო მარნეულის ბაზრიდან

ხელის აქნევით მოშორებული ბუზები და ანტისანიტარია - უკანონო გარევაჭრობა პურის ფულის საშოვნელად




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები