თამაზ ნავერიანმა "ბაზრის" წილი მეუღლეს დაუთმო
შპს „ბაზარი“-ს მეწილეობიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თამაზ ნავერიანი გავიდა. ინფორმაცია საჯარო რეესტრში შპს-ს დრექტორის იაგო ნავერიანის განცხადებით დასტურდება.

„მოვითხოვ, რომ მოახდინოთ სუბიექტის რეგისტრრებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია „. - აღნიშნულია განცხადებაში

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად 2022 წლის 25 მარტს, შპს „ბაზარის“ საერთო კრება შედგა. რომლის დღის წესრიგში ორი მეწილის ორგანიზაციიდან გასვლა და წილების დარჩენილ მეწილეებზე განაწილება გადაწყდა.

შპს-ს მეწილეები არის იაგო ნავერიანი, თამაზ ნავერიანის ძმისშვილი, მას 2014 წლიდან უფიქსრდებოდა 20% წილი და დრექტორობის სტატუსი. დღევანდელი მონაცემებით იაგო ნავერიანი 32% წილის მფლობელია.

„ბაზრის“ მეწილეები ასევე არიან: ნანა სხირტლაძე, თამაზ ნავერიანის მეუღლე. ნანა სხირტლაძეზე „ბაზრის“ წილი 2012 წლიდან გამოფრმდა და ის მეწილეთა სიაში დაემატა.

ააიპ სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა მამუკა ნავერიანმა ასევე 2012 წელს საკუთარი „ბაზრის“ წილი თავის მეუღლეს დაუთმო. თინათით სამხარაძე „ბაზრის წილის 20 %-ის მფლობელია.

2010 წლიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მეწილე ვინმე ნოდარ ნავერიანიც იყო. მისი წილი წლების მანძილზე უცვლელად 17 % იყო.

თამაზ ნავერიანმა „ბაზრიდან“ გასვლისას საკუთარი წილი დაუთმო მეუღლეს ნანა სხირტლაძეს 13% და 7% თავისი ძმის შვილის, მამუკა ნავერიანის მეუღლეს თინათინ სამხარაძეს.
ასევე ნოდარ ნავერიანმა საკუთარი 17% წილი დათმო. თინათინ სამხარაძეს 5% და 12% იაგო ნავერიანს გადაეცა.

ოქმის თანახმად ცვლილებებს დაეთანხმა ყველა თანამფლობელი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1