ვაკანსიები მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და გარდაბნის სკოლებში
ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში სკოლებს ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული.

სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ეძებს მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მიმდინარე ვაკანსიების მიხედვით, მარნეულის მუნციპალიტეტში ორი, გარდაბანში ერთი, დმანისში სამი, ხოლო ბოლნისში ორი ვაკანტური ადგილია.

მარნეული

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლა - მასწავლებელი/მაძებელი. საგანი - მათემატიკა V კლასი (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 14 მაისი)
  • შპს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომავალი საბავშვო ბაღი მომავალი - მასწავლებელი/მაძებელი. საგანი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI კლასები. (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მაისი)

ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლა

  • სპეციალური მასწავლებელი (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მაისი)
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 18 მაისი)

გარდაბანი

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა - მასწავლებელი/მაძებელი. საგანი - ფიზიკა IX, X, XI კლასები. (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 17 მაისი)

დმანისი

  • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლა - სკოლის ექიმის ვაკანსია. (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 11 მაისი)
  • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლა - მასწავლებელი/მაძიებელი. საგანი - ისტორია (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 12 მაისი)
  • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლა - მასწავლებელი/მაძიებელი. საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა (ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 12 მაისი)

მასწავლებელთა ვაკანსიები მითითებულ ბმულზეა გამოქვეყნებული: https://teacherjobs.ge/




Print