მარნეულში წელს სკოლას 1 318 მეთორმეტე კლასელი დაამთავრებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეთორმეტე კლასს წელს 1318 მოსწავლე დაამთავრებს. როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ალი გახრამანოვმა განუცხდა სკოლებში „ბოლო ზარი“ 19 მაისს დაირეკება.

„ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 74 საჯარო სკოლიდან 56 სკოლა არის საშუალო საფეხურის, შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წელს მე-12 კლასს დაასრულებს 1318 მოსწავლე“ - გვითხრა გახრამანოვმა.

მეთორმეტე კლასელების შემდეგ, სკოლიდან პირველკლასელებს დაითხოვენ. მათთვის არდადეგები 27 მაისს დაიწყება.

სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის კი საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები