მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სოფლებში მოსახლებასთან შეხვედრების დაწყების
შესახებ ინფრმაციას აქვყნებს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველი შეხვედრები შულავრის
ადმინისტრაცულ ერთეულში გაიმართა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივებს თბილი დახვედრისთვის
და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, სოფლებში მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა
და ნდობა იგრძნობა ჩვენი გუნდის მიმართა“- წერია ზაურ
დარგალის ფეისბუქ გვერდზე
დეპუტატის თქმით, მოსახლებას გააცნეს პარტიის
პრიორიტეტები და გაეცნენ
მოსახლების საჭიროებებს.
ფოტომასალიდან ჩანს რომ შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლებიც
ესწრებოდნენ.
დეპუტატი წერს, „ჩვენ ყველა სოფელში მოვალთ და მოვისმენთ თქვენს
აზრს“.
ტრადიცულად, აღსანიშნავია რომ რადიო „მარნეულისთვის“ ინფრმაცია
შეხვედრების შესახებ ცნობილი არ იყო.
ფოტო: ზაურ დარგალის ფეისბუქ გვერდი