მარნეულელი ახალგაზრდებისათვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ტრნინგ-სემინარები ტარდება (ფოტო)
„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ და „კავკასრუი სახლის“ ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „პრაქტიკული პოლიტიკის და ადვოკატირების სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში მომდევნო ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. ტრენინგ-სემინარი 9 მაისს თბილისში მოქმედი „კავკასიურ სახლში“ ჩგაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელბიდან შერჩეული ახალაგზრდების მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა.

შეხვედრის პირველ ნაწილში დამსწრე აუდიტორიას სემინარი ჩაუტარა კავკასიის სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, პოლიტიკის მეცნიერების ლექტორმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტმა (თსუ), ლევან ლორთქიფანიძემ თემაზე „პოლიტიკური იდეოლოგიები და პოლიტიკური პარტიები“. მეორე ნაწილში კი სემინარი ჩაატარა კავკასიური სახლის მშვიდობის მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კონფლიქტოლოგმა ვანო აბრამიშვილმა თემაზე "საქართველოს კონფლიქტები: შერიგების და ინტეგრაციის პოლიტიკა".

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი არიზ დაშდამიროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პროექტი თებერვალში დაიწყო და მასში მარნეულის სხვადსხა სოფლებიდან აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

„ჩვენ ეს პროექტი სანამ დავიწყეთ რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ახალგაზრდებს შორის მაჩვენებელი ძალიან ცოტაა. ჩვენ ამიტომ დავწერეთ ეს პროექტი და განხორციელება დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენიგები უტარდებათ. ტრენინგები კავკასიური სახლის ტრენერების მიერ ტარდება. მაგალითად, ჩვენ დღეს პროეტის ფარგლებში კავკასიურ სახლში ვართ. ახალგაზრდები აქ ბევრ ტრენინგებს გადიან და ასევე პროექტის ფარგლებში ექსკურსია დავაორგანიზეთ. დღეს ბოტანიკურ ბაღშიც ვიყავით. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ექსკურსია იყო. მე პროექტის მრავალმხრივობას ვენდობი და ნამდვილად ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“.

დაშდამიროვის თქმით, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან რეგიონში ამის საჭიროება არსებობს და ახალგაზრდებს ასეთი ტიპის ატივოვებში ჩართვა საჭიროა.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ირემაძე თვლის რომ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები პოლიტიკასთან დაკავშირებულ ცოდნას მიიღებენ.
sinq ირაკლი ირემაძე

პროექტში მოანწილე ნანა ჰუსეინოვას და იურა კამუშიანს აქტირუი მოქალაქეობა სურთ. ისინი იმედოვნებენ რომ პროექტიდან შეძენილი ცოდნა მათ მომავალში ძალიან დაეხმარება.

„ძალიან მიხარია რომ აქ ვიმყოფები. ბევრი ინფორმაცია მივიღე. ჩემი მიზანია მოქალაქეობრივი ვალდებულება შევასრულო და ჩემი წვლილი შევიტანო. ამ პროექტის ფარგლებში ბევრი რამე ვისწავლე. ეს მე დამეხმარება ცხოვრებაში. რა თქმა უნდა მომავალში უფრო მეტ პროექტებში ჩართვას ვფიქრობ. ვთვლი, რომ ყველა მოქალაქე უნდა დაინტერესდეს პოლიტიკით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია მივიღე. ეს პროცესი გრძელდება, მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებ. ეს აკადემიურ და მოქალაქეობრივ ცხოვრებაში დამეხმარება“ - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი დაშტაფას მცხოვრები ნანა ჰუსეინოვა.

„ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხებიც არიან ამ პროექტში ჩართული. ერთამნეთის გაცნობა, იდეების გაზიარება, კომუნიკაცია ამ პროექტში ჩემთვის მნიშვნელოვანი რამეა. პროექტი ჯერ არ დასრულებულა, ყველა ლექციაზე პოლიტიკის, სამოქალაქო აქტივობის, პარტიების სტრუქტურის, განათლების მნიშვნელობაზე ახალ ინფორმაციას ვიძენთ. ქვემო ქართლში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მეოთხე ლექციაა. პოლიტიკაზე სიღრმისეული ინფორმაცია მივიღე. რეგიონში მშვიდობის შექმნის მნიშვნელობა, პოლიტიკური სტრუქტურები, ფართო პოლიტიკა, მსოფლიოში მომხდარი მოვლენების შესახებ ახალ ინფორმაციას ვიღებ. პროექტის დასრულების მერე მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი მცირე გრანტები მოიპოვონ. მომავალში ბევრი იდეა გვაქვს. ახალაგაზრდებს ვუსურვებ უფრო მეტად გააქტიურებას“ - აცხადებს იურა კუმაშიანი

პროექტი ხორციელდება „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ მიერ „კავკასიურ სახლთან“ პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print