რა არის ევროპის ბაზარი და როგორ შეგვიძლია პროდუქციის გატანა - ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან
2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) დადო.
DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო მიმართულებას და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

რა არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რას წარმოადგენს ევროკავშირის ბაზარი, რა გვჭირდება ევროკავშირში ექსპორტისთვის და რამდენად რეალურია დღევანდელ საქართველოს პირობებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რადიო “მარნეულმა” ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი, გიგლა მიქაუტაძე ჩაწერა. როგორც მიქაუტაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, მნიშვნელოვანია მეწარმეებს ჰქონდეთ სწორი ინფირმაცია იმ სიკეთეებზე, რაც ევროპის ბაზარს აქვს.

“თქვენ იცით, რომ 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ამ შეთანხმებას, რაც გულისხმობს იმას,რომ ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ქართული პრიდუქცია შედის ევროკავშირისვ ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე. იმპორტის გადასახადს ჩვენ არ ვიხდით. ქვეყენბი, რომლებსაც მსგავსი შეთანხმება არ აქვთ, ისინი იხდიან. აქ მეწარმეებმა ორ ძირითად საკითხს უნდა მიაქციონ ყურადღება, პირველი ეს უნდა იყოს ის, რომ თუ პროდუქტი სოფლის მეურნეობისაა საქართველოში მოყვანილი უნდა იყოს. მეორე, თუ არის გადანუშავებული, ძირითადი ნედლეული უნდა იყოს ქართული. მეწარმემ წინასწარ კარგად უნდა გაიაზროს რა მოთხოვნებია ამ კუთხით და გაუთანაბროს სტანდარტებს.”

მიქაუტაძის განმარტებით, ევროკავშირი 27 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს, სადაც 5 მილიონზე მეტი მაღალი შემოსავლისა და მსყიდველუნარიანობით გამორჩეული მომხმარებელი ცხოვრობს.

“ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევიდეთ იმ ბაზარზე, რომელეზეც ოცნებობს ნებისმერი მეწარმე ნებისმერ ქვეყანაში. აქ საკუთარი ბიზნესის გაფართოების უნიკსლური საშუალებაა.ბსულ რომ ერთ და ორ ქვეყანაში შეხვიდე, ამ ოცდაშვიდი ქვეყნიდან შეიძლება ეს იყოს საკმარისი, რომ შენი ბიზნესი განვითარდეს.”

აღსანიშნავია, რომ 17 მაისს, მარნეულის მერიაში გაიმართა შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ცხადდება.

საგრანტო კონკურსს საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS-EPER GEORGIA", ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" ფარგლებში აცხადებს. შეხვედრაზე მოწვეული იყო ექსპერტი, გიგლა მიქაუტაძე, რომელმაც ისაუბრა ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანაზე, სტანდარტებდსა და მოთხოვნებზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები