ვერხვიანსა და დიდ ბეგლიარში გზებს მოხრეშავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანსა და დიდ ბეგლიარში გზებს მოხრეშავენ. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ადგილობრივ თვითმმართველობას ორი სოფლის მოხრეშვის სამუშაოებისთვის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამშენებლო შესყიდვა 20 000 ლარი დაუჯდა და ხელშეკრულება პირდაპირი წესით შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022“- თან გააფორმა.

როგორც გამარტივებული შესყიდვის ტენდერის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, 2022 წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები არც ვერხვიანში და არც დიდ ბეგლიარში არ განხორციელებულა. მიზეზი კი დაკონკრეტებული არაა.

„ბატონო კენან , მოგახსენებთ გარკვეულ ობიექტურ ტექნიკურ მიზეზთა გამო 2022 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული სოფლის პროექტის განხორციელება ვერ მოხდა , რისთვისაც წარმოგიდგენთ სოფლის კრების ოქმს, რითაც იმ გამოყოფილი სახსრებით მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულ პროექტად დასახელებულ იქნა ადგილობრივი გზების მოხრეშვა“ - წერია მოხსენებით ბარათში.

მარნეულის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია 1-15 თებერვალს მიმდინარეობდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე: საკრებულოს გადაწყვეტილება და მერიის პასუხი ერთმანეთს არ ემთხვევა- მერიის პასუხი დიდ ბეგლიარში შევცლილ პროექტზე


არეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები