ზურნა, გარმონი, დოლი და ჭედილა ცხვარი - 26 მაისისთვის მერიამ სამი გამარტივებული შესყიდვა გააფომრა
26 მაისს მარნეულში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები გაიმართა. შეჯიბრებები ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრვმა თვითმმართველობამ სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

„მოგახსენებთ რომ, ამაწლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიცულად ტარდება საზეიმო ღონისძება, მიმდინარე წლის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და მშვილდოსნობა. სპორტულ ღონისძიებების სრულფასოვნად ჩასატარებლად, საჭიროა შესყიდული იქნას მუსიკოსების (ზურნა, გარმონიო და დოლი) მომმსახურეობა და განხორციელდეს შესყიდვა ერთი ცხვარის (ჭედილა), მედლები, 60 ცალი და 70 სიგელი“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვების მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ 60 ცალი მედალი და 70 დიპლომი ინდივიდუალურ მეწარმე აკემ გახრამანოვისაგან 405 ლარად შეიძინა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ასევე გამარტივებული წესით შეისყიდა მუსიკოსების მომსახურეობა. ზურნის, გარმონისა და დოლის შემსრულებლებს მერიამ 637 ლარი და 76 თეთრი გადაუხადეს.

მესამე გამარტივებული შესყიდვა მარნეულის მერიამ ფიზიკურ პირ მიხეილ ლაღიძესთან გააფორმა. ლაღიძისაგან მერიამ ერთი ჭედილა ცვხვარი 765 ლარად და 31 თეთრად შეიძინა, რომელიც ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულს გადაეცა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები