მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე კაცი გარდაიცვალა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე შუახნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარენბის ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვევს.
Print