მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგო
წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
იყო.
რადიო „მარნეულის“ ინფომრაციით, გოგოზე 8 წლის ასაკიდან სექსუალურად
ძალადობდა მისი ნათესავი შუახნის კაცი. 16 წლის გოგომ რამდენიმე დღის
წინ ფეისბუქის ერთ-ერთ
"ფეიჯზე" გაავრცელა პოსტი, რომ ის წლების
განმავლობაში ბიძისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის
შემდეგაც ფაქტის შესწავლა სამართალდამცავმა უწყებებმა დაიწყეს.
დაკავებულია არასრულწლოვანზე ძალადობაში დამნაშვე კაცი.
რადიო „მარნეული“ დეტალებს საქართველოს პროკურატურაში არკვევს.