ყიზილაჯლოს ბაღში სამუშაოების დასასრულებლი ტენდერი არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღის დარჩენილი სამუშაოების და ბაგა - ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშოებისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. 478 909 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

დაახლოებით ორი წელია, რაც სააღმზრდელო დაწესებულების რემონტი მიმდინარეობს. დარჩენილი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის 24%-ს ცენტრალური ბიუჯეტი, ხოლო 76%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინასებს.

ბაღის გახსნა ახალი სასწავლო წლისთვისაა დაგეგმილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღია. ამ ეტაპზე სწავლა მხოლოდ 11-ში მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google