წოფში მოტოციკლის ქვეშ მოყოლილი კაცი რამდენიმე საათში იპოვეს - დაშავებული სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა
დღეს, 31 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში 47 წლის კაცი მოტოციკლის ქვეშ მოყოლილი იპოვეს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, კაცი გუშინ, 30 მაისს, სოფელ წოფში, სახლში, ბრუნდებოდა რა დროსაც მისი სამბორბლიანი მოტოციკლი გადაყირავდა.

გარდარდაცვლილის ახლობელის თქმით, შუახნის ასაკის კაცი მოტოციკლის ქვეშ მოყვა. შემთხვევა დაახლოებით 22:00-23:00 საათის პერიოდში მოხდა. დაშავებული კაცი მომდევნო დღით დაახლოებით 07:00-8:00 საათის პერიოდში მწყემსმა იპოვა და სასწრაფო დახმარებას გამოუძახა.

შემთხვევის ადგილას სასწრაფოს მისვლისას კაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში მიმავალ გზაზე, გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები