ბავშვთა დაცვის დღე მარნეულში - 1 ივნისის პროგრამა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულში აქტივობები გაიმართება. მარნეულის კულტურის ცენტრისა და მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით, სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები იგეგმება.

კულტურის ცენტრის ინფორმაციით, აქტივობები საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში 11:30 დან 14:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

  • ექსპერიმენტორიუმი-მეცნიერული შოუ
  • ამერიკული კუთხე- სამაგიდო თამაშები
  • სახის მოხატვა
  • ხელნაკეთი ნივთებისა და ხალიჩების ქსოვის წრე- ხალიჩების ქსოვისა და ქსოვილის შეღებვის მასტერკლასი
  • ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია ,,Dream partner"-ი საინტერესო თამაშები და სახალისო შეჯიბრები
  • სოფ. მარადისის სკოლის ,,ეკო კლუბი"
  • ყვავილების გამოფენა-გაყიდვა
  • მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ჩვენი მომავლისთვის"- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
  • 17:00 საათზე მარნეულის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში, კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალის სტუდიის კონცერტი გაიმართება.

ამავე დღესაა დაგეგმილი მერიის ორგანიზებით და მარნეულის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ჩართულობით, კულტურულ-სპორტული აქტივობების ჩატარება.

ღონისძიებაზე „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ წარმოდგენილი იქნება:

  • გასართობი სივრცე;
  • ხატვის მასტერკლასები;
  • ანიმატორების შოუ;
  • ზღაპრის გმირების 2 საათიანი პერფორმანსი;
  • ბავშვების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი;
  • სპორტული აქტივობა-ძიუდოს მასტერკლასები (ძიუდო კიდსი ტარდება სპორტ სკოლაში).

მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ჯავახიშვილის ბიუსტის მიმდებარე სკვერში 15:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები