მარნეულში კალიების საწინააღმდეგოდ შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანსა და დიდ მუღანლოში კალიების საწინააღმდეგოდ შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით და შესაბამისი პრეპარატებით აღნიშნულ სოფლებში 60 ჰექტარს დაამუშავებს. მარნეულის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წამლობის დაწყებამდე თვითმმართველობის წარმომადგენლები გააფრთხილებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ, წამლობის მიმდინარეობისას ცხოველები მოარიდონ შეწამლულ ტერიტორიას და დაიცვან ლოდინის პერიოდი. წამლობის დაწყებამდე თვითმმართველობის წარმომადგენლები გააფრთხილებენ ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებულია საშიში მავნებელი – იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.“
- განმარტავს მერია.

როგორც რადიო „მარნეულს“ სურსათს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, შეწამვლითი სამუშაოების გაგრძელება მონიტორინგზე იქნება დამოკიდებული.


ფოტო: რადიო მარნეულის არქივიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები