მარნეულში მაისის თვეში გველმა ორი ადამიანი დაკბინა
მარნეულში მაისის თვეში გველის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია რადიო მარნეულს სამედიცინო დაწესებულებებში დაუდასტურეს. როგორც ჩვენთან საუბარში „ჯეო ჰოსპიტალსის“  ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ კლინიკას ქვეწარმავლის დაკბენის შემთხვევით ერთი კვირის წინ მიმართა პაციენტმა, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარადა და სახლში მალევე გაეწერა.

ქვეწარმავლის დაკბენით მიმართა ერთმა პაციენტმა მარნეულის „ავერსს“. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს ვაქცინაცია ჩაუტარდა და სახლში გაწერეს. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები