როდის დასრულდება რეგისტრაცია მარნეულის ბაღებში - განმარტება
ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ რადიო "მარნეულთან" საუბრისას ბაგა-ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე ზაურ ქარამოვმა განაცხადა.

„ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 21 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. მაგის მერე კი რეზერვში არსებული ბავშვების შემცირებისას ეტაპობრივად განვახორციელებთ რეგისტრაციას. ქალაქის ბაღებში რეგისტრაცია ამჟამად ცენტრში ხდება. მაგრამ სოფლებში რეგისტრაცია ბაღებში მიმდინარეობს“.

გთავაზობთ ბაღებში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების სიას:
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დადასტურებული ასლი
  • ჯანმრთელობის შესახებ ცნობა
  • 4 ცალი ფოტოსურათი (3/4)
  • მშობლის პირადობსი
    მოწმობის ასლი
  • რეგისტრაციის ფურცელი
ამის გარდა:
  • სოციალურად დაუცველის ან იძულებულად გადაადგილებულის შემთხვევაში საბუთის წარდგენა,
  • ამავდროულად შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთია საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ბაღებში რეგისტრაცია 1 ივნისს დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი კვირის დღეებში ყოველდღე 9 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123