მარნეულის რაგბის კლუბის მოზარდებმა ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა
მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოზარდებმა ბავშვთა რაგბის ფესტივლაზე მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა პოსტი. ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით თბილისში არსებული „ხვამლს არენაში“ „ბავშვთა რაგბის ფესტივალის“ სეზონის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

„აღნიშნულ ფესტივალზე მარნეულის რაგბის კლუბის 11 წლამდე და 13 წლამდე 50-მდე ბავშვი ორ გუნდად იღებდნენ მონაწილეობას“
- აღნიშნულია ინფორმაციაზე.

აღსანიშნავია, რომ მთელ საქართველოში სისტემატიურად კვირის ბოლოს რაგბის ფესტივალები ტარდება. ფესტივალის ძირითადი მიზანი რაგბის გავრცელება და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები