ძლიერმა წვიმამ მარნეულში სარდაფები და ეზოები დატბორა
6 ივნისს, მარნეულში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დაიტბორა. ზიანის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. როგორც რადიო "მარნეულს" საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ განუცხადა, დაფიქსირდა რამდენმე შეტყობინება დატბრვასთან დაკავშირებით და რეაგირება აუცილებლად მოხდება. მისივე თქმით, საქმის კურსშია მარნეულის მერი, კენან ომაროვი.

"პირადად ჩემთან სოფელ წერეთლიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ არხზე მომატებული იყო წყალი, მელიორაციაში გადავრეკეთ და წყლის დონე დავაწევინეთ. ახლახანს ვესაუბრე მარნეულის მერს, აღნიშნა რომ სერიოზული ზიანი არ არის. ტექნიკა გამოძახებულია, რომლებიც ტუმბავენ წყალს. მერი თვითონ აკონტროლებს (სიტუაციას) საიდანაც შევიდა ზარები, ყველას გაუწევენ დახმარებას" - გვითხრა ამირან გიორგაძემ.

ძლიერი წვიმა მარნეულში, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყო. დაისეტყვა რამდენიმე სოფელი. მათ შორის წერეთელი და ქალაქი მარნეული.
თუ რამდენი ზარი შევიდა მარნეულიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, დეტალებს ამავე სამსახურში ვარკვევთ. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები