მარნეულში 3 ბაღის აშენება 10 416 000 ლარი დაჯდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულში სამი ბაღის მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა. ქალაქ მარნეულში, სოფელ წერეთელსა და შულავერში 180 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულებები 10 416 000 ლარად მოეწყობა. თანხის 100%- ს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.

სამი ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 12 000 000 ლარად 13 აპრილს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა მეგა გრინ გარდენსი“ - მ მიიღო, რომელმაც უწყებას სამუშაოების შესრულება 10`416`000 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. მიმწოდებელი ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 კალენდარულ თვეში შეასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს 180 ბავშვზე (შვიდ ჯგუფზე) და უნდა
მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

  • - ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი ,
  • სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი)];
  • - დირექტორის ოთახი
  • - პერსონალის ოთახი;
  • - სანკვანძი პერსონალისათვის;
  • - საშხაპე;
  • - დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
  • - დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი
  • სათავსით;
  • - კვების ბლოკი;
  • - სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
  • - საუთოებელი ოთახი;
  • - სამრეცხაო ოთახი;
  • - თეთრეულის შესანახი სათავსი;
  • - დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
  • - სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
  • - ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
  • - ჰოლი;
  • - დაცვის ოთახი;
პროექტირების დაწყებამდე მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტთან უნდა დააზუსტოს ინფორმაცია საბავშვო ბაღის შენობაში კონკრეტული ჯგუფის ბავშვებისათვის საძინებლის მოწყობის საჭიროების შესახებ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები