რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა,
ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ინფორმაციას რუსული მედია
ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო
სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი
დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ -
აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
ამასთან, სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს დახმარების
აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა მიმართა, ჰოსპიტალიზებულია 21
ადამიანი.