მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის მოსახლეობის თქმით, 11
სექტემბერს, ღამით სახლების სახურავებსა და ფანჯრებს უცნობმა პირმა
ქვები ესროლა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ღამის საათებში მაღაზიის წინ იდგნენ, როდესაც
მათ უცნობმა კაცმა ჩაუარა და სირბილი დაიწყო. მოსახლეობა უცნობ კაცს
გაეკიდა, მაგრამ ის ვერ დაიჭირეს.
„საღამოს მხოლოდ ის ვნახეთ რომ ჩვენს წინ გარბოდა.
მინდორში შევიდა. ხალხი რომ შეიკრიბა მოსაძებნად არავინ აღარ იყო.
ყველა იქ წავიდა მაგრამ ვერავინ ვერ დავინახეთ. შეიძლება ჩვენი
თანასოფლელია. შეიძლება ამას ის აკეთებს. უნდა დავიჭიროთ. ჩემს ოჯახს
რატომ აშინებს. ვინც არ უნდა იყოს უნდა დავიჭიროთ. არასწორად იქცევა.
ჩვენთან ერთად გარბის ხან აქეთ ხან იქით“.
„სოფლის ხალგაზრდები ტყუილს არ იტყვიან. საღამოს მაღაზიასთნან იდგნენ
და საუბრობდნენ. მეც მეზობელს ველაპარაკებოდი. მე როცა შიგნით შევედი
ამ პირმა აქეთ-იქით სირბილი დაიწყო. ახალგაზრდები გაეკიდნენ
დასაჭერად, მაგრამ ვერ დაიჭირეს. პოლიციაც იყო მოსული. თითქმის 100
ადამიანი იყო აქ“.
„არავის არ დაუნახავს არაფერი. მხოლოდ ხმა გაიგეს. არც ჩვენი
ტერიტორიიდან არავინ იყო იქ. ამბობენ ხმაური ატყდაო. ბავშვები, ქალები
გარეთ გავიდნენო. თქვეს რომ სახლს ქვას ესროდნენო. მოძებნეს, ვერაფერი
ვერ იპოვეს. არავის არ უნახავს“.
„ჩვენი ტერიტორია ისეთია რომ აქ არაფერი არ ხდება. ჩვენც ვიგებთ
სხვებისაგან. მსგავსი შემთხვევბი როცა ხდება“.
„მეზობელ ქუჩაზე სახლს ქვა ესროლეს. მერე ხმაური ატყდაო. მერე კი
თქვეს რომ ქვემოთ არიან. იადიგიარის სახლთან სახლებს ესროლეს ქვა.
ღამეით კი პოლიცია გამოიძახეს, მათაც ვერ იპოვეს
ვერავინ“.
საკითხის გასარკვევად ალგეთის წარმომადგენელს რასიმ რამაზანოვს
დავუკრეკეთ. მან განაცხადა რომ სოფელში ჭორი გაავრცელეს და არავინ
შეწუხებულა.
„ღამის 3 საათამდე სოფელშ ვიყავით. ხალხს შევხვდით.
ვიღაცეებს ქვა ესროლესო. ყველაფერი ტყუილია, არანაირი პრობლემა არ
არსებობს. ყველაფერი ჭორია. არაა არნაირი შეწუხება. პოლიციაც იყო
ყველაფერს აკვირდება“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი და მეორე ქესალოს,
კაპანახჩის, ილმაზლოსა და ქეშალოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება
რაღაცამ შეცვალა, მაგრამ სოფლებში არავინ იცის თუ ვინ, ან რა
აკაკუნებს მათი სახლის კარზე და შემდეგ ქრება.
ადგილობრივები ხშირად იძახებენ სამართალდამცავი უწყებების
წარმომადგენლებს და მათთან ერთად ეძებენ კაკუნისა და ქვების სროლის
გამომწვევ პირებს, მაგრამ ამ დრომდე სოფლებში დამნაშავეები არ
დაუჭერიათ. მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარებას ითხოვს და სურთ, რომ
სოფლებში ღამის ხედვის კამერები დაყენდეს, რომელიც, როგორც თავად
ამბობენ, იმედია დამნაშავეებს დააფიქსირებს.