მარნეულში ახალი დღეასწაული „მარნეულობა 2023“ დაწესდა, რომელიც წელს
პირველად აღინიშნება. ღონისძიებისათვის მარნეულის მერიამ 128 900 ლარი
გამოყო და აქტივობების ორგანიზება „შპს სთორი +“-სს“ დაავალა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 18 თემი და თითოეული მათგანი
წარმოადგენს მისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს, კულტურასა და
მუსიკალურ ნომრებს. პროექტის აღწერაში ჩამოთვლილია პროდუქტების ნუსხა,
როელიც ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები,
რომლებიც წარმოადგენენ მათთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კუთხეებს.
ფერმერებს და მეწარმეებს გამოეყოფათ სპეციალური საგამოფენო სივრცე,
იგივე „ეთნო ბაზარი“, სადაც მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ბაზრობა.
გასართობ სივრცეში წარმოდგენილი იქნება დრამერების შოუ, ანიმატორების
შოუ, საბავშვო ატრაქციონები, თოჯინების თეატრი. ძეგლის მიმდებარე
მოედანზე განთავსდება საკონცერტო სცენა სადაც ღონისძიების პირველი
ნაწილი დაეთმობა ადგილობრივ ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ჯგუფებს, აგრეთვე
ინდივიდუალურ შემსრულებლებს. საღამოს საათებში გაიმართება გალა
კონცერტი მოწვეული მომღერლების და ბენდის მონაწილეობით. ღონისძიება
დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.