სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის და სკვერის მოსაწყობად მერიამ ტენდერის თანხა გაზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ თამარისში სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი მეოთხედ, გაზრდილი თანხით გამოაცხადა.

მარნეულის მერიამ თამარისში სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესრულებისათვის 681 697 ლარის ღირებულების პირველი ტენდერი 28 აპრილს გამოაცხადა, მაგრამ ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. ასევე, უარყოფითი შედეგით დასრულდა პირველ ივნისსა და 28 ივლისს გამოცხადებული ტენდერებიც, რომლებიც იგივე
ფასით გამოცხადდა.

სკვერის მოწყობის პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობასაც.

„პროექტი ითვალისწინებს, დაბა თამარისში, სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსტრუქციულ ნაწილს, პროექტი შედგა წარმოდგენილი არქიტექტურული ნაწილის და გეოლოგიის საფუძველზე“. - აღნიშნულია განმარტებით ბარათში

მარნეულის მერიამ 18 სექტემბერს სოფელ თამარისში სკვერისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობისათვის ტენდერი მეოთხედ, გაზრდილი თანხით, გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა სამუშაოების შესყიდვას 873 847 ლარად გეგმავს, რაც წინა ტენდერებთან შედარებით 192 150 ლარით მეტია.

თამარისში ეთნოგრაფიული მუზეუმისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 4-დან 9 ოქტომბრადე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 270 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345