მარნეულის მერია აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის 3 200 ეგზემპლარს შეიძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეთნიკური
უმცირესობის
წარმომადგენელი მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის
აზერბაიჯენულენოვან გაზეთთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით
გააფორმა.
მერიის მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი
ბარათის მიხედვით, მარნეულის მერია შპს „გაზეთ გურჯისტანი“-სგან
ყოველკვირეულად 200 გაზეთს შეიძენს.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
თვითმმართველობის მხრიდან მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან
დაკავშირებით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების მიუხედავად,
რჩება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეთა ნაწილი, რომელთაც არ
გააჩნიათ წვდომა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ონლაინარხებსა თუ
ადგილობრივ და ცენტრალურ ტელევიზიაზე.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დამატებით
განხორციელდეს მოქალაქეთათვის (კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის)
ქვეყანაში და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების შესახებ
ბეჭდური მედიის შეძენა და უფასოდ გავრცელება ეთნიკური
უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე (აზერბაიჯანულად)“. -
აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მერიის ინფორმაციით, გაზეთში პერიოდულად დაიბეჭდება მარნეულის
მუნიციპალიტეტში განხორციელებული სიახლეებისა და სხვადასხვა
აქტივობების შესახებ ინფორმაციაც.
მარნეულის მერიამ შპს „გაზეთ გურჯისტანი“-სთან გამარტივებული წესით 3
200 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 19 სექტემბერს გააფორმა.
ხელშეკრუელების მიხედვით, კომპანიამ მარნეულის მერიას 16 კვირის
განმავლობაში, ყოველკვირეულად, 200 გაზეთი უნდა გადასცეს.
რადიო „მანრუელს“ მარნეულის მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის
განყოფილებაში განუცხადეს, რომ მერია გაზეთებს ადმინისტრაციულ
ერთეულებში მერის რწმუნებულებს გადასცემს და მოსახლეობას მათგან
შეეძლებათ ბეჭდური მედიის უფასოდ აღება.
რადიო „მარნეული“