მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „მარნეულობა
2023“
ღონისძიებაზე სტუმრების გამასპინძლებისათვის ინდივიდუალურ მეწარმე
ვლადიმერ ქიმაძესთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს,
მარნეულის მუნიციპალიტეტში იმართება ღონისძიება „მარნეულობა“ . ამ
დღესთან დაკავშირებით მოწვეულნი იქნებიან სტუმრები სხვადასხვა
მუნიციპალიტეტიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან . მათი
გამასპინძლების მიზნით, გვესაჭიროება წარმომადგენლობითი ხარჯების
შესყიდვასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებილი ღონისძიებების
გატარება“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის
მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერიამ „მარნეულობა 2023“-ზე სტუმრების გამასპინძლებისათვის
ვლადიმერ ქიმაძეს 16 588 ლარი გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ „მარნეულობა 2023“ აღსანიშნავად
128 900 ლარი გადაუხადა შპს "სთორი +"-ს.
ამ თანხაში შედიოდა ღონისძიებისთვის თემების კუთხეებისათვის შესასყიდი
საკვები პროდუქტებიც.
„მარნეულობა 2023“-ზე მოწვეული იყვნენ ნინო ჩხეიძე და ღამის შოუს
ბენდი.
რადიო „მარნეული“