მარნეულის მერიამ შენობის რეაბილიტაცია / რეკონსტრუქციის სამუშაოების
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
შესყიდვისათვის დამატებითი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი უნდა მომზადდეს მერიის
პირველი სართულის დერეფანის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციისთვის,
შენობაის I და II საკომფერენციო დარბაზის რეაბილიტაციისთვის და
შენობაში შშმ პირების(ა)თვის ადაპტირებული ლიფტის მოწყობისათვის.
ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-9 ოქტომბრის
პერიოდში შეეძლებათ. ჯერჯერობით უცნობია მთლიანობაში რა თანხა დაჯდება
თვითმმართველობის
შენობის გარემონტება.
აღსანიშნავია, რომ მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის 315 000 ლარიანი
ტენდერი უკვე შედგა და
სამუშაოებს შპს შპს „ბილდკინგს“ ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან
კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის
გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის გამოყოფა. ასევე პირველ
სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა
და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა.
პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო
სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება
და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე
სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა
და სხვა.