მარნეულში სეზონური გრიპის ვაქცინით 500-მდე ადამიანი აიცრა
მარნეულში სეზონური გრიპის ვაქცინით 500-მდე ადამიანი აიცრა. ინფორმაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ მოგვაწოდა და თქვა, რომ მონაცემები ამ ეტაპზე არსებულ სტატისტიკას ასახავს.  ვაქცინაციის პროცესი მუნიციპალიტეტში 16 ოქტმბრიდან დაიწყო. 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით კი უფასო გახდა ყველა მსურველისთვის.

ვაქცინაცია მარნეულის ორ სამედიცინო დაწესებულებასა და სოფლის ექიმებთან არის შესაძლებელი.

„ექვსი თვის ასაკიდან, ვინც სურვილს გამოთქვამს, ყველას შეუძლია აიცრას უფასოდ. მარნეულის ორ პოლიკლინიკაშია აცრები შესაძლებელი (ჯეოჰოსპიტალს-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი და მედ X-სი) და ასევე სოფლის ექიმებთან. ჩვენ უკვე გავეცით ვაქცინები სოფლის ექმებზე“

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები