მარნეულში ელექტროენერგიის აღდგენა 6 საათისთვის იგეგმება
მარნეულში გამსახურდიასა და მიმდებარე ქუჩებზე, ელექტროენერგიის მიწოდება 18:00 საათისთვის აღდგება.

ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ენერგო პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე განუცხადეს. მათივე განმარტებით, შუქის ჩაქრობის მიზეზი მარნეულში სანიაღვრე ჭების მოწყობის სამუშაოებია.

„სანიაღვრე ჭებს ამონტაჟებენ და უსაფრთხოების მიზნით არის გათიშული. მიმდებარე ტერიტორიებზე ფიქსირდება ელექტროენერგიის გათიშვა. მათ შორის, კოსტავას, რუსთაველის და 26 მაისის ქუჩები“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

ელექტროენერგია მარნეუშლი 14 ნოემბერს დაახლოებით 10:30 საათზე გაითიშა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები