მარნეულში 115 750 მზის პანელის დადგმა იგეგმება - საჯარო განხილვა 30 ნოემბერს გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტში მზის ელექტრო სადგურისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა იგეგმება. 2023 წლის 30 ნოემბერს, მარნეულში მზის ელექტრო სადგურის აშენებასთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

სკოპინგში ასახულია ინფორმაცია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ. პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღლუჯას მიმდებარედ 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურისა და 110 კლვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მსენებლობა იგეგმება.

“დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება, იგეგმება მარნეული მუნიციპალიტეტის სოფ. იაღლუჯას მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. პროექტის ფარგლებში მზის პანელები და მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტრანსფორმატორები და პანელების დამაკავშირებელი მიწისქვეშა კაბელები, მოეწყობა ორი საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული კერძო მიწის ნაკვეთიდან ნაწილზე დაახლოებით 1 205 861 მ2-ზე.”. - აღნიშნულია პროექტის სკოპინგის ანგარიშში

ტერიტორიის მახლობლად, სადაც მზის ელექტრო სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი მდებარეობს მარნეულის სასურსათო ქარხანა. საპროექტო ადგილთან მდებარე უახლოესი დასახლება 2 100 მეტრში სოფელი იაღლუჯაა.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია უაღრესად მიმზიდველია მზის ენერგიის თვალსაზრისით და მარნეულის ტერიტორიაზე მზის ირადიაცია, საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საკმაოდ მაღალია.

„მარნეულის მზის ელექტროსადგური წარმოადგენს სტაციონარული მოწყობილობას, რომელიც დაკავშირებული იქნება გადამცემ ქსელთან. სადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ია.
მზის ელექტროსადგურის მეშვეობით (50 მგვტ ინვენტორებზე გამომავალი ცვლადი დენის) სიმძლავრის ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია 115 750 მზის პანელი. თითოეული პანელის მაქსიმალური ნომინალური სიმძლავრე იქნება 540 Pmax/W. საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიხედვით შერჩეულ უბანზე მზის ენერგიის პოტენციალის გათვალისწინებით, მზის პანელების დახრის კუთხე იქნება 30o. ეს უზრუნველყოფს მზის ელექტროსადგურის ეფექტურ მუშაობას“.
- აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საჯარო განხილვას ორგანიზებას სსიპ გარემოსდაცვითი ინფომაციისა და განათების ცენტრი გაუწევს. პროექტს კომპანია შპს „ენერგი სოლუშენ 2“ შეასრულებს.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მარნეულის მერიის შენობაში 30 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ,დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

სკოპინგის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის დამაკავშირებელი გზა. პროექტი აღნიშნული გზის პირას განხორციელდება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები