"იყავი თავისუფალი" - მარნეულელ ახალგაზრდებთან დისკუსია გაიმართა
დღეს, 17 ნოემბერს , მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან დისკუსია გაიმართა. "იყავი თავისუფალი“ - ასე ჰქვია მარნეულის სათემო კოალიციის "ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისათვის" მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, სადაც მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების და სხვა ანტისოციალური ქცევების პრევენცის შესახებ.

"ჩვენ ჩავატარეთ დისკუსია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და დამოკიდებულების დაავადების შესახებ. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადავცეთ ამ პრობლემებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მათ მერე გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ მოიხმარენ თუ არა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ჩვენ ძალით ამას ვერავის ვაიძულებთ, თუმცა რაც უფრო გაცნობიერებულები იქნებიან მეტია ალბათობა, რომ ისინი დაფიქრდებიან და სწორ არჩევანს გააკეთებენ. "
- ამბობს ნარკოლოგი, თამარ სირბილაძე.

მარნეულის სათემო კოალიციის თავმჯდომარის, ემილია ბაირამოვას თქმით, სემნიარის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი ახალგაზრდებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თემაზე სამ ნომინაციაში: ესსე, ვიდეო, ფოტო ან ნახატი. ახალგაზრდებს ნამუშევრების წარმოდგენა შეეძლებათ 30 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებულთა
საუკეთესო ესსე - I,II, III ადგილი
საუკეთესო ვიდეო - - I,II, III ადგილი
საუკეთესო ნახატი ან ფოტო ნამუშევარი - I,II, III ადგილი

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა მავნე საშუალებები არსებობს, რამდენად ცუდად მოქმედებს ჯანმრთელიბაზე და ადამიანების ფსიქიკაზე. შეხვედრა შედგა იმ მიზნით, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უფრო უსაფრთხო მომავალი ჰქონდეთ. კოალიციის წევრია ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარნეულში და დაინტერესებულია. ვისაც სურვილი აქვთ შეუძლიათ შემოგვიერთდნენ. ჩვენ სამი მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის ნარკომანიასთან ბრძოლა, აზარტული თამაშები და თამბაქო. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია მოვაწყოთ კონკურსი ახალგაზრდებისთვის. ეს შეიძლება იყოს ესე, ვიდეო, ფოტოს კონკურსი. ამით უნდა გვაჩვენონ რამდენად მავნე არის ნარკოტიკული საშუალებები" - ამბოს ემილია ბაირამოვა.

ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის - მარნეულში სათემო კოალიცია რამდენიმე თვეა შეიქმნა. კოალიცია მედიის, მერიის, საგანმანათლებლო სფეროს და სხვადასხვა ორგანიზაციების 30 მდე წარმომადგენლებს აერთიანებს. კოალიციის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საზოგადოებრივმა გაერთიანება „ბემონმა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები