მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების მიმართულებით 2024 წლის
ბიჯეტში 4 922 000 ლარი გაითვალისწინა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხა გასულ წელთან შედარებით
შემიცრებულია. 2023 წელს განათლების სფეროსათვის ადგილობრივ
თვითმმართველობას 7 417 500 ლარი ჰქონდა გაწერილი.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხსები სასკოლო და სკოლამდელ
განათლებაზე ასე ნაწილდება:
- სკოლამდელი განათლება - 4 850 000 ლარი
- ზოგადი განათლება - 72 000 ლარი
მოქალქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის
შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ. მარნეულის საკრებულომ
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ გააკეთა
განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა პროექტთან დაკავშირებით
შენიშვნები საკრებულოს უნდა წარუდგინონ ვებ. გვერდზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ან წერილობით მიაწოდონ შემდეგ
მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული,
მოქალაქეთა განყოფილება.
ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის
მერიაში გაიმართება. საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს შეუძლია.