მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტის ახალ პროექტში განათლების მიმართულებით თანხა შემცირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების მიმართულებით 2024 წლის ბიჯეტში 4 922 000 ლარი გაითვალისწინა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხა გასულ წელთან შედარებით შემიცრებულია. 2023 წელს განათლების სფეროსათვის ადგილობრივ თვითმმართველობას 7 417 500 ლარი ჰქონდა გაწერილი.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხსები სასკოლო და სკოლამდელ განათლებაზე ასე ნაწილდება:

  • სკოლამდელი განათლება - 4 850 000 ლარი
  • ზოგადი განათლება -
    72 000 ლარი

მოქალქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ. მარნეულის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები საკრებულოს უნდა წარუდგინონ ვებ. გვერდზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან წერილობით მიაწოდონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული, მოქალაქეთა განყოფილება.

ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიაში გაიმართება. საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები