ჯანდაცვის რა მიმართულებებს დააფინანსებს მერია 2024 წელს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 3 016 300 ლარია გაწერილი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხები შემდეგნაირად ნაწილდება.

  • სოციალური დაცვა - 2 703 000 ლარი
  • ავადმყოფთა სოციალური დაცვა - 200 000 ლარი;
  • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 700 000 ლარი;
  • სარიტუალო მომსახურება - 3 000 ლარი;

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში
ვკითხულობთ,
რომ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება და სხვა.

ავადმყოფთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო (ოპერაციული , მედიკამენტებით და სხვა) დახმარების გაწევა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საფუძველზე
.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ქვეპროგრამაში წერია, რომ გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საფუძველზე.

სარიტუალო მომსახურების მიხედვით კი გათვალისწინებულია „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. კერძოდ ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაცვალების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მომართვისას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას 250 ლარის ოდენობის თანხით. 

ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიაში გაიმართა.

მოქალქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1