მარნეულში 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული 387`655 ლარიანი ტენდერი არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის 387`655 ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხით იგეგმებოდა სოფელ წერეთელში (სკოლის მიმდებარედ), ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, ლაღიძის და 20 იანვრის ქუჩებზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაცია.

არხების რეაბილიტაციის თანხა მერიას 2023 წლის ბიუჯეტიდან აქვს გათვალისწინებული.
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოაცხადებს ადგილობრივი თითმმართველობა იგივე მომსახურებაზე ახალ ტენდერს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები