ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის შტაბის უფროსი,
აზად ქარამოვი ამბობს, რომ მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვაზე
მოუცლელობის გამო ვერ მივიდა და უკვირს, რომ მათი პარტიიდან
საკრებულოში შესული დეპუტატები განხილვას არ დაესწრნენ.
„ჩვენ საკრებულოში 5 დეპუტატი გვყავს და ბიუჯეტის განხილვისას
ხმა რომ არ ამოიღეს ჩვენც გაგვიკვირდა. ჩვენ 5 წარმომადგენელი გვყავს
იქ და მათ უნდა განეხილათ ეს საკითხები. მაგრამ ხმა არ ამოიღეს. იქ
ხალხის მიერ შერჩეული წარმომადგენლებია. ხმა რომ არ ამოიღეს უკვე
იძულებული ვართ მეორე ან მესამე სხდომაზე თვითონ პარტიის მიერ
მოვამზადოთ შენიშვნები და გავაგზავნოთ. მათმა დუმილმა ჩვენ შეგვაწუხა.
(საკრებულოს დეპუტატებმა ენმ-დან) ეს მნიშვნელოვანი საკითხია,
მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაა. ხუთ კაცს მონაწილეობა მიეღო მანდ,
განეხილათ საკითხები, დამატებები უნდა ჰქონოდათ რამე. რამდენი ხანია
მხედველობაში გვაქვს მათი საქციელი, რომ არ აქტიურობენ. ხალხმა აირჩია
ისინი და ბევრი პრობლემებია, უნდა აღენიშნათ ეს საკითხები რაც ხალხს
აწუხებს. რა თქმა უნდა, როგორც საჭიროა ზომებს მივიღებთ. იქ იყო მედია
ჩვენ ვერ მოვატყუებთ. ყველა ხედავს რომ ეს ხალხი იქ არაფერს არ
აკეთებს და ჩვენ ეს გათვალისწინებული გვაქვს უკვე. რომელ სოფლებში რა
უნდა განხორციელდეს, რომელიც ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული ჩვენ
აღვნიშნავთ შენიშვნებში. „ - ამბობს ქერიმოვი
აზად ქერიმოვი ამბობს, რომ ვინაიდან მისი პარტიიდან საკრებულოში
შესული წევრები აქტიურობით არ გამოირჩევიან, 2024 წლის ბიუჯეტში
გასათვალისწინებელ წინადადებებს თავად მოამზადებს.
„იქ რადგან წარმომადგენელბი გვყავდა მათი იმედი გვქონდა რომ ჩვენს
სათქმელს იტყოდნენ. იმედი გვქონდა ჩაერთვებოდნენ საკითხების
განხილვაში ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი მათი იქ აქტიური
მონაწილეობა.“ - ამბობს აზად ქერიმოვი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი განხილვა
მერიაში 22 ნოემბერ გაიმართა. მასში ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს
არ მიუღია მონაწილეობა.
მოქალაქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის
შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ.