გარაჩოფის თემის პრობლემების მოსაგვარებლად წარდგენილი ინიციატივები საგარეჯოს 2024 წლის ბიუჯეტში შევა
22 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა. მუნიციპალიტეტში წარდგენილი საბიუჯეტო შეთავაზებები/ინიციატივები და განცხადებები საჯაროდ წარადგინეს. „გარაჩოფის სათემო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ გარაჩოფის თემის სოფლებში არსებული პრობლემების პრევენციის მოთხოვნით წარდგენილი ინიციატივები 2024 წლის ბიუჯეტში იქნება შეტაანილი.

გარაჩოფის სათემი ცენტრის თანადამფუძნებელი აიჰან ჰასანლი რადიო "მარნეულთან" საუბრისა აცხადებს, რომ ცენტრის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტს პრობლემების მოგვარების თხოვნით განცხადებით მიმართეს.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ასეთია:
  • სოფელ კაზლარში გზის პრობლემბის მოგვარება/მოასფალტება
  • სოფელ პლატოს გზის პრობლემის მოგვარება/მოასფალტება
  • გარაჩოფი-ბადიაურინის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის რეაბილიტაცია
  • უმცირესობების ენაზე თარჯიმნის მომსახურების შექმა“.
ჰასანლის თქმით, გარაჩოფის სათემო ცენტრისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპლაიტეტში შემდეგი ბიუჯეტის ინიციატივა და რეკომენტაციები წარადგინეს:
  • „სოფელ კაზლარში გზის პრობლემის მოგვარება/მოასფალტება;
  • როგორც თემის შიგნით ასევე სოფელს და რაიონს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება;
  • უმცირესობების ენაზე თარგმნის მომსახურების შექმნა;
  • სოფელ თულერში საბავშვო ბაღის აშენება;
  • გარაჩოფ-ბადიაურის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის რებილიტაცია“.
ჰასანლის განმარტებით, მათ მიერ მოთხოვნილ ზოგიერთ საკითხზე პასუხი არ მიუღიათ.
„მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნებიდან სრულად დაკმაყოფილდა:
  • სოფელი კაზლარის გზის პრობლემის მოგვარება/მოასფალტება;
  • იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის რეაბილიტაცია; .
  • სოფელ ლამბალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, როგორც თემის შიგნით ასევე სოფელსა და რაიონს შორის;
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
  • სოფელი პალტოს გზის პრობლემის მოგვარება/მოასფალტება.
აღსანიშნავია, რომ მთარგმნელობითი სერვისის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე ამ ეტაპზე საბოლოო პასუხი მერიას ორგანიზაციისათვის არ გაუცია. თუმცა, განხილვის პროცესში იორმუღანლოს სათემო ცენტრის წარმომადგენლები საკრებულოს წევრების საპირისპირო მოსაზრებებს და სიტყვიერ წინააღმდეგობას შეხვდნენ“.

იორმუღანლოს სათემო ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ყველა ეტაბზე მოსახლეობათა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია რომ 30 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარაჩოფის თემის სოფელ კაზლარში სოფლის კრება ჩატარდა. შეხვედრა გარაჩოფის სათემო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კრების ძირითადი მიზანი სოფელში არსებული პრობლემების, საჭიროებების მოსახლეობასთან განხილვა, შემგომ კი მათთვის პრობლემური საკითხების ადგილობრივ თვითმმართველობასთან წარდგენა იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები