მარნეულის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტზე 3 ინიციატივა შევიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში შენიშვნების შეტანა დასრულდა. წინადადებების და შენიშვნების გაგზავნა საკრებულოში მსურველებს 25 ნოემბრამდე შეეძლოთ. როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ბერიძემ თქვა, მათთან 3 ინიციატივა შევიდა, რომელიც მერს განსახილველად გადაუგზავნეს.

„ინიციატივა ჰქონდა რაშან ზიადალიევს, მოსახლეობიდან იყო წერეთელში პირველ უბანში მინი სტადიონის მშენებლობა. ასევე პლატფორმა „სალამს“ ჰქონდა წარმოდგენლი საბიუჯეტო ინიციატივები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობასთან დაკავშირებით. აი, ეს სამი ინიციატივა იყო. ეს ცვლილებები 10 დეკემბრამდე მერმა უნდა შეიტანოს ბიუჯეტში, ან დასაბუთებული უარი უნდა გვითხრას“ - თქვა ბერიძემ

ნინო ბერიძის განმარტებით, ბიუჯეტის კიდევ ერთი საჯარო განხილვა 10 დეკემბრის შემდეგ მოეწყობა. განხილვის შემდეგ კი ბიუჯეტი დასამტკიცებლად საკრებულს სხდომაზე გავა.

ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიაში გაიმართა.

გთავაზობთ საჯარო განხილვის ფეისბუქ ლაივს:



გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები