მარნეულის მერია ახალი მანქანის შეძენას 57 500 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი მანქანის შეძენას გეგმავს. მარნელის მერიამ 24 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი ერთი ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვისათვის.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ განუცხადა, რომ ახალ ავტომობილს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისათვის შეიძნენ.

„ინფრასტრუქტურის სამსახურის მფლობელობაში არსებულ მანქანას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და უნდა ჩანაცვლედეს ახალი, მაღალი გამავლობის მანქანით, რათა შეძლოს მაღალმთიან სოფლებშიც უპრობლემოდ გადაადგილება და თავისი სამუშაოსა და ფუნქცია/მოვალეობების შესრულება“. - განაცხადა დავით ჭიკაძემ

მარნეულის მერია ახლი, მაღალი გამავლობის მანქანის შეძენას 57 500 ლარად გეგმავს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მუსრველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 2 დეკემბერიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომობილი მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადასცეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები