რა პროდუქტების გაყიდვა იკრძალება მარნეულის სკოლის ბუფეტებში - განათლების სამინისტროს ბრძანება
ჩიფსები, ჟელიბონები, მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები, სოკო, ტკბილი გაზიანი სასმელები და ყავა - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში აკრძალა. ბრძანება ძალაში 24 ნოემბერს შევიდა.

ამ მოთხოვნების შესრულება მარნეულის მაგალითზე 10 სკოლას ევალება. ადგილობრივ რესურსცენტრში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 74 საჯარო სკოლიდან ბუფეტი ათ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია. მათგან 3 ქალაქში, ხოლო
7 სოფლად ფუნქციონირებს. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლის, ირმა დავაძის თქმით, ახალ რეგულაციებს სკოლებს უახლოეს მომავალში გადაუგზავნიან და მონიტორინგსაც გაუწევენ.

“ბუნებრივია შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფები, სადაც ჩაერთვება თავად მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია, ჩვენ გვენიჭება უფლება რესურსცენტრის წარმომადგენლებს განვახორციელოთ მონიტორინგი სკოლებში. გარდა ამისა, როგორც ვიცი, მერიის ჯგუფიც იქნება ჩართული ამ პროცესში. გავუწევთ მონიტორინგს, რათა არ შევიდეს სკოლებში ისეთი საკვები, რომლებიც აკრძალულია ახალი დადგენილებით. როგორც კი მოგვივა ჩვენც ბრძანება, მაშინვე გადავუგზავნით ათივე სკოლას და ცხადია, ყველას ვინც კი დააპირებს ბუფეტის გახსნას სკოლაში.“ - თქვა ირმა დავაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

• ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
• ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
• გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
• დ) დაკონსერვებული პროდუქტები;
• ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
• ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;
• ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
• თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;
• ი) ყავა.

ამავე თემაზე: რას ჭამენ მარნეულელი ბავშვები სკოლაში ყოფნის დროს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123