ვინ არინ შეიხის არჩევნების კანდიდატები და როგორია მათი გეგმები

1 დეკემბერს საქართველოში შეიხის არჩევნები ჩატარდება.

შეიხის არჩევნებში სამი კანტიტატი - ჰაჯი ყურბან ნურგუზოვი, ჰაჯი ფაიგ ნაბიევი და ქერბალაი ვიდადი ყურბანოვი მიიღებს მონაწილეობას.

ვინ არიან არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და რა გეგმები აქვთ მათ?

ჰაჯი ყურბან ნურგუზოვი 31 აგვისტის, 1983 წელს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დაიბადა. საშუალო განათლება იმავე სოფელში მიიღო. პირველი რელიგიური განათლება კი მარნეულში

მოქმედი იმამ რზას სახელობის მედრესეში მიიღო. შემგომ უმაღლესი რელიგიური განათლების მიღება ირანის ქალაქ გუმში მდებარე საერთაშოირსო ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ჰაჯი ყურბანმა უმაღლესი განათლების დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის განათლების განყოფილებაში იმუშავა. ამასთანავე, ყიზილაჯლოს იმამ ჰასანის სახელობის მეჩეთში ახუნდი იყო. 2013 წლიდან საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში ქვემო ქართლის რეგიონში შეიხის წარმომადგენლად და შეიხის მოადგილედ მუშაობდა. ამჟამად, სრულიად საქართველის უმაღლესი რელიგიური საბჭოს წევრი და რელიგიური მოღვაწეა. საშუალო დონეზე ქართულ ენას, სპარსულს და არაბულ ენას ფლობს. ბიზნესით დაკავებული არ არის. დაოჯახებულია, ჰყავს 2 შვილი.
ჰაჯი ყურბან ნურგუზოვმა რადიო "მარნეულთან" ისაუბრა შეიხის არჩევნებსა და მის გეგმებზე.

„წლების განმავლობაში აღნიშნულ სამმართველოში მუშაობის გამოცდილების მიხედვით ვიფიქრე და საბჭოს ზოგი წევრის რეკომენტაციით გადავწყვიტე კანტიტატურის დაყენება. საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სულ მზაობას აცხადებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან თანამშრომლობაზე, ერთად მუშაობაზე და ჩვენც შერჩევის შემთხვევაში ამ პირობას შევასრულებთ. საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ თუ მე ამირჩევენ, სახელმწიფოს და მუსლიმების მომსახურებასთან ერთად, ქვეყანაში ჯანსაღი რელიგიის გავრცელებისთვის პირობების შექმნას შევეცდებით“.

ჰაჯი ყურბანს ვკითხეთ, თუ რა ნაბიჯებს გადადგავს მეჩეთების მშენებლობის მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

„როგორც იცით, საქართველოს კანონმდებლობაში რელიგიის შესახებ კანონი არ არის და ეს აღნიშნული პრობლემის და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების პირველადი მიზეზია. ამიტომ, პირველ ნაბიჯად ამ კანონის სიცარიელის მოგავრებას ვთვლი მნიშვნელოვნად“.

კიდევ ერთი კანტიტადი ვიდადი ყურბანოვია. ის 9 იანვარს, 1983 წელს, თბილისში ფონიჭალის დასახლებაში დაიბადა. ფონიჭალაში N218 საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის მერე ვიდადი ყურბანოვმა მარნეულში და თბილისში იმამ რზას და იმამ ალის სახელობის მედრესეში რელიგიური განათლება მიიღო. რელიგიური განათლების დასრულების შემდეგ თბილისის პოლიტიკური აკადემიის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2014 წლიდან საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში მუშაობა დაიწყო. ის სამმართველოში შექმნილი „მუსლიმ მედია ტვ“-ის ინეტრნეტის ტელეარხის უფროსად მუშაობდა და რამდენიმე გადაცემის წამყვანი იყო. ბიზნესით არ არის დაკავებული. ქართულ, არაბულ, სპარსულ და რუსულ ენებს ფლობს. ვიდადი ყურბანოვი საქართველოს სახელით რამდენიმეჯერმე გამოვიდა ირანში და თურქეთში საერთაშორისო ყურანის შეჯიბრებებში. დაოჯახებულია, 3 შვილი ჰყავს.
რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათი ძირითადი საქმე სამშობლოს და მოქალაქეების მომსახურება იქნება.

„კანდიდატურის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ მმართველობის შესახებ ჩემს თავში ნიჭი დავინახე. მომავალ გეგმებზე იმის თქმა შეიძლბეა რომ ძირითადი საქმე სამშობლოს და მოქალაქეების მომსახურება იქნება. ამის შესახებ სპეციალური მოქმედების პაკეტი გვაქვს. ვინც სამშობლოს და მოქალაქეებს ემსახურება მაგ ორგანიზაციებთან ერთად ვიმუშავებთ. მაგრამ ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს. რა თქმა უნდა თუ პატივს ვცემთ პატივისცემასაც დაველოდებით“.

შეიხის არჩევნებში ერთ-ერთი კანტიტატი ფაიგ ნაბიევია. ის 11 აპრილს 1977 წელს მარნეულში დაიბადა. განათლება მარნეულის N4 სკოლის რუსულ სექტროში მიიღო. პირველი რელიგიური განათლება აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში „განჯის მედრესეში“ მიიღო. განათლების მიღება 5 წლის გამავლობაში ირანის ქალაქ გუმში „დინი ჰოვზე“ გააგრძელა. ასევე ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში. 1999 წელს თბილისი სჯუმე მეჩეთში შექმნილი იმამ ალის მედრესეში მასწავლებლად, შემდეგ კი უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წელს ალულ ბეითის რელიგიური კულტურული საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების დღიდან დღემდე თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს უმაღლესი და სამეცნიერო საბჭოს წევრია. საერთაშორისო ღონისძიებებში და კონფერენციებში აქვს მიღებული მონაწილეობა. არაბულ, სპარსულ, რუსულ ენებს ფლობს. ჰაჯის, ქერბელას და მეშედის სტატუსებს ატარებს. დაოჯახებულია , 3 შვილი ჰყავს. ბიზნესითაც არის დაკავებული.
ფაიგ ნაბიევმა არჩევნებამდე ინტერვიუს მიცემისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არჩევნების მერე მედიასთან განმარტებას გააკეთებს.

„მუსლიმთა სამმართველოს უმაღლეს საბჭოშ ზოგი მორწმუნე ძმების რეკომენტაციით წარვადგინე კანტიტატურა. დარჩა არჩევნების დღის დალოდება. მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე ჯერ საუბარი არ მინდა. არჩევნების მერე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით მედიას“.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველის ამჟამინდელი შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვის უფლებამოსილების ვადა 3 ნოემბერს ამოიწურა. მან 1 ნომებერს თბილისში ყურანის თემაზე ჩატარებული კონფერენციის ბოლოს განაცხადა, რომ არჩევნრბში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები