მარნეულის ბაღების გაერთიანება 7 სააღმზრდელო დაწესებულების გასათბობად 10 ტონა ხის მასალას შეიძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ 10 ტონა საწვავი ხის მასალის (ბრიკეტის) შესაძენად 13 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

გაერთიანება გასათბობ მასალას მუნიციპალიტეტის იმ სააღმზრდელო დაწესებულებებს მიაწვდის, სადაც ცენტრალური გათბობა არ აქვთ. ასეთი მარნეულში ორი საბავშვო ბაღი და 5 სასკოლო მზაობის ცენტრია. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ბრიკეტებით მომარაგდება შემდეგი სააღმზრდელო დაწესებულებები.

  • მარნეულის სოფ. ხიხანის საბავშვო ბაღი
  • მარნეულის სოფ. შაუმიანის საბავშვო ბაღი
  • მარნეულის სოფ. დამიას სასკოლო მზაობის ცენტრი
  • მარნეულის სოფ. აღმამედლოს სასკოლო მზაობის ცენტრი
  • მარნეულის სოფ. ქეშალოს სასკოლო მზაობის ცენტრი
  • მარნეულის სოფ. კირაჩმუღანლოს სასკოლო მზაობის ცენტრი
  • მარნეულის სოფ. დამია–გეორარხის სასკოლო მზაობის ცენტრი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბრიკეტი უნდა იყოს: დაპრესილი ბიოსაწვავი, 100%ით ბუნებრივი ნედლეულით დამზადებული, დანამატების გარეშე. ბრიკეტის სიგრძე არანაკლებ: 30 სმ;სიგანე არანაკლებ 7 სმ. ტენიანობა არაუმეტეს 6%; გამჭოლი ხვრელით; უნდა გამოირჩეოდეს მაღალი თბოუნარიანობით, (თბოკალორია არანაკლებ 4.5 - 5%, ნაცრიანობა არაუმეტეს 1 - 2%, შეკვრა - პოლიეთილენის წყალგაუმტარ შეფუთვით, შეფუთვის წონა არანაკლებ 10კგ. მოწოდებული საქონელი არ უნდა იყოს სველი და ნესტიანი.

გასათბობი საშუალების შესაძენად ტენდერი მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ. 22 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადად 28-30 ნოემბერია განსაზღვრული.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება სააღმზრდელო დაწესებულებებს ბრიკეტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში მიაწოდოს.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები