როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ფელამუში
ფელამუში ყველასთვის საყვარელი ნუგბარია.

მისი მომზადება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. გთავაზობთ ერთი ლიტრი ბადაგით მოსამზადებელ ფელამუშის დოზებს, რომელიც ასევე იდეალურია ჩურჩხელის ამოსავლებად.


შემადგენლობა:

1 ლიტრი ბადაგი
400 გრ პურის ფქვილი


მომზადება:

ერთი ლიტრი ბადაგი ჩავასხათ ქვაბში და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. (უმჯობესია თუჯის ქვაბი) რომ შეთბება, დავუმატოთ 400 გრამი ფქვილი და ვურიოთ, ვიდრე კარგად არ გაიხსნება. სანამ შესქელდება განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიკრას და არ დაიწვას. როცა ადუღდება, ამის შემდეგ მინიმუმ 20 წუთი კვლავ გავაჩეროთ ცეცხლზე და
დროდადრო ვურიოთ. ეს ფელამუში კარგია ჩურჩხელების ამოსავლებად, შედარებით თხელ მასას კი უფრო ნაკლები ფქვილი სჭირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები