9 დეკემბერს მარადისში დასახლების საერთო კრება გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში დასახლების საერთო კრება გაიმართება. ინფორმაცის მარნეულის მერია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ შეკრება მარადისის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 დეკემბერს გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია:
  • 12:00 -13:00 რეგისტრაცია
  • 13:00 – 13:10 დასახლების საერთო კრების გახსნა (მარნეული მუნიციპალიტეტის მერია)
  • 13:10-13:20 რეგისტრაციის მონაცემების გამოცხადება და დღის წესრიგის მიმოხილვა (მარნეული მუნიციპალიტეტის მერია)
  • 13:20- 13:40 დასახლების საერთო კრების საკითხის მიმოხილვა, ღია დისკუსია
    და ქვესაკითხების გამოყოფა
  • 13:40 -14:10 ჯგუფებში მუშაობა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და ფასილიტატორები)
  • 14:10-14:30 ჯგუფებში მუშაობის შედეგების პრეზენტაცია (ფასილიტატორები და დასახლების საერთო კრების წევრები)
  • 14:30 -15:00 ღია დისკუსია და რეკომენდაციების შემუშავება/ფორმულირება/ კენჭისყრისთვის მომზადება (ფასილიტატორები და კრების მონაწილეები)
  • 15:00 -15:30 ღია კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
  • 15:30 -15:45 დასახლების საერთო კრების შეჯამება (მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ფასილიტატორები, კრების მონაწილეები)
  • 15:45 – 16:00 დასრულება - შეფასება
მარადისში საერთო კრების ჩატარების ბრძანება მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა გასცა, რომლის მიხედვითაც დ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს დაევალა სოფელ მარადისის მოსახლეობის ინფორმირება და საერთო კრების გამართვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1