26 ნოემბერს თბილისში სპექტაკლი „მწყემსის“ ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლი საბავშვო თეატრ ბიზის მიერ იყო მომზადებული.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ბინალი ისლამოღლუ რადიო
„მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თბილისში გამართულმა სპექტაკლმა
დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებლებში.
„საბოლოოდ, მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ მუზეუმში,
რომელსაც კვირების განმავლობაში ველოდებოდით, აბდულა შაიგის ამავე
სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მწყემსი“
ვაჩვენეთ ჩვენს ძვირფას მაყურებელს. სპექტაკლმა დიდი ინტერესი
გამოიწვია. მაყურებლების ტაში იმის მაჩვნებელი იყო თუ როგორ შეასრულეს
ჩვენმა მსახიობებმა თავიანთი როლები. სოცლიალურ ქსელებში აბდულა
შაიგის შვილიშვილმა ულქერ თალიბზადემაც ჩვენს თეატრს წარმატებები
უსურვა“ - აცხადებს ბინალი ისლამოღლუ
ისლამოღლუმ ისიც აღნიშნა, რომ სპექტაკლი ორი სეანსით აჩვენეს.
„პირველ სეანსზე ვიტყოდი რომ დარბაზში უფრო ბავშვები
იყვნენ. მეორე სეანსში ძირითადად საჯარო მოხელეები - საქართველოში
აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი ჯავიდ მაგარამოვი, თბილისის იუნუს
ემრეს ინსტიტუტის დირექტორი ჯან გურაი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და
ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ამის მერე თუ რეგიონებში
ბილეთების გაყიდვაზე მხარდაჭერა გვექნება სპექტაკლს რეგიონებშიც
ვაჩვენებთ“.
სპექტაკლში ითამაშეს ზეჰრა აკიფმა, ნური კურბანოვმა, აზამ ეფენდიევამ,
სეიმურ მურადოვმა და მარიამ ალიევამ.
სპექტაკლის რეჟისორი თეატრი ბიზის სამხატვრო ხელმძღვანელი ბინალი
ისლამოღლუ, მხატვარი აზმუსი, ხოლო კოსტუმების მხატვარი მაჰნურ
ენვერია.
ბინალი ისლამოღლუმ ისიც აღნიშნა, რომ სპექტაკლის პირველი პრემიერა
გარდაბანში გაიმართა.