წითელი ხიდის გზაზე მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა - ორივე გარდაიცვალა
მარნეულში, წითელი ხიდის მახლობლად, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ორივე მათგანი ავტოსაგზაო შემთხვევით მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევის თვითმხილველების თქმით, 27 ნოემბერს, სატვირთო მანქანების მძღოლები წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის მახლობლად იყვნენ გაჩერებული და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები