მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები 66 წლის
ჰეიდარ კასუმოღლუს სახლი და ეზო „შავი არხისგან“ იტბორება. ამბობს,
რომ დაახლოებით 2 წელია რაც ეს პრობლემა აქვს.
„წელს ორი წელია რაც იტბორება ეზო. გამგეობის
წარმომედგენელთან მივედი, დეპუტატთან მივედი, ზაურთან, მერიაში -
ყველგა მივედი. არ მიხედეს ჩემს საქმეს. ამ წყალმა ჩემი სახურავი
დააზიანა. გარაჟიც დააზიანა. ყოველ დილას ვასუფთავებ. სახლის ქვეშაც
წყალი ამოვიდა. იქაც გავთხარეთ რომ ბეტონზე მაინც დარჩეს და
დავასუფთავოთ. სახლი არ დაზიანდეს. ქარხანა უდგათ წინ, ის ფულს
აკეთებს და მე ვიხრჩობი“
ჰეიდარის თქმით, მეზობლები ამ პრობლემით შეწუხებული არიან. ჰეიდარის
ეზოში დატბორილი წყალი მეზობლების სახლსაც აზიანებს.
„ეს სახლს აზიანებს, ისინიც მე მეჩხუბებიან. ამბობენ რატომ არ
აგვარებ. რა ვქნა დავდივარ, სადაც შემიძლია მივმართე. მერიაში მივედი,
ზაურ დარგალთან მივედი, ბიჭი გამოვიდა და მითხრა აქ არ არისო. არ
მიმიღეს, გამგებლის წარმომდეგენელთან მივედი მოვიდა ნახა მითხრა აქ
დიდი დაზიანებაა. წავიდა უთხრა წყალი არ დაკეტეს. 1000 ლარი დავხარჯე
და ბეტონი დავაგეთ. სამი დღე არ აცადეს რომ გაშრეს. მესამე დღეს წყალი
გაუშვეს. ისევ წყალი მოვიდა. ახლა ჯერ არაა ყინვა. ყინვები რომ
დაიწყება როგორ გავივლით აქ. რძალი დაეცა ერთხელ და დაზიანება
მიიღო“
როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის
რეგიონის ხრამი-დებედას ხელმძღვანელი, თორნიკე გოგლიძე განმარტავს,
საკითხის შესასწავლად ყიზილაჯლოში უკვე იყვნენ ჩასულები.
„
ზოგადად მინისტრის ბრძანებაა რის 2003 წლის, რომლის
საფუძველზეც, გასხვისებს ზოლები ჰქვია, არხის ორივე მხარეს, მარჯვენა
და მარცხენა მხარეს არხის სიდიდიდან გამომდინარე, ამ არხის
გასხვისების ზომები შეადგენს ორივე მხარეს არხის კიდედან 6 მეტრს.
ანუ, მას საექსპლუატაციო გზა ჰქვია. როდესაც ასეთი პრობლემა არის,
მაგალითად, იტბორბა მოსახლეობა, რომ შევიდეთ ჩვენი ტექნიკით ვიმუშაოთ
და აღმოვფხვრათ პრობლემა. ამ კონკრეტული ამბის შემთხვევაში,
საცხოვრებელი სახლის ღობეები, იქ კიდევ თივებია დალაგებული და ისეთი
ჩახერგილია გზა, კანონი დარღვეული აქვთ და ფიზიკურად შეუძლებელია
შესვლა. ჩვენ ამ მოსხლეს ვესაუბრეთ, შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ
თუ საექსპლუატაციო გზას დაგვითმობთ სამეზობლოდან, ისეთი ადგილიდან,
რომელიც კანონით გვეკუთვნის და ამ გზას გაგვითავისუფლებთ რომ შევძლოთ
სპეცტექნიკის შემოყვანა, ამ პრობლემას მოგიგვარებთ. ამაზე თანახმა
არიან. როდესაც დამირეკავენ, შევიყვანთ ტექნიკას და
ვიმუშავებთ.'
აღსანიშნავია, რომ ყიზლაჯლოში მცხოვრებლებს ეზოების დატბორვის
პრობლემა წლებია აქვთ.