აზერბაიჯანული დრამ თეატრის დირექტორი - დასი პრემიერისთვის ემზადება, ყველაფერი დანარჩენი დეზინფორმაციაა
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული დრამ თეატრის ხელმძღვანელი თურგაი ველიზადე თეატრის მდგომაროებაზე და შიდა ამბებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს. მისი თქმით, თეატრიმუშაობას აგრძელებს და ამჟამად ახალი სპექტაკლის პრემიერასთვის ემზადებიან.

„თეატრი მუშაობას აგრძელებს. ყველაფერს კარგად ხედავთ, თქვენს რადიოსთან სულ გვაქვს კავშირი. ყველა სპექტაკლს აშუქებთ. ამჟამადაც ძველ მსახიობებთან ქართულ ენაზე მზადდება სპექტაკლი. როგორც „მოზგინი“ ქართულად მოვამზადეთ, ახლა მათთან ქართულ
სპექტაკლს ვამზადებთ და პრემიერა იქნება. წლის ბოლომდე უნდა წარვადგინოთ“.

თურგაი ველიზადემ აღნიშნა, რომ თეატრი საერთაშორისო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას და აღნიშნავს , რომ თეატრი ჩვეულებრი რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მისი თქმით თეატრში არანაირი დისკრიმინაცია არ არის.

„ჩემთვის ყველა მსახიობი, თანამშრომელი ერთნაირია. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. თეატრი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. პანდემიის დროს ვერ ვიმუშავეთ. მაგის მერე სულ ვცდილობთ რომ რეპეტიციები იყოს, პრემიერა გაიმართოს. უკვე ქართულ ენაზე ვამზადებთ სპექტაკლებს. ჩვენ ორ ენაზე - აზერბაიჯანულ-ქართულ ენებზე დავიწყეთ სპექტაკლი. ანუ ერთი სპექტაკლი მზადდება. ის ქართულად და აზერბაიჯანულადაც იდგმება“.

ველიზადე რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს რომ ის თურქეთში გასტროლზე წასვლამდე სპექტაკლზე მუშაობდა.

„მორფინი განმეორებით ვითამაშეთ. ბულკაქოვის ახალი სპექტაკლის რეპეტიციას გავდიოდი. ამასთან ერთად ლეილა, აიდა და თელმანთან ერთად ქართულად სპექტაკლის რეპეტიციას გავდიოდით. სამი სპექტაკლის რეპეტიცია ერთდროულად ტარდებოდა. არ ვიცი მეტი რა უნდა გითხრათ. ერთი ადამიანი ერთ თვეში 3 სპექტაკლზე მუშაობდა. ახლა რჩება ორი სპექტაკლი. ახლა კი მათზე ვმუშაობ. სპექტაკლის მომზადება 1 და 2 თვე, 3 თვეც შეიძლება გაიწელოს. ეს მხატვრული პროცესია. ანუ არსად არ წერია რომ ერთი სპექტაკლი უნდა მომზადდეს ერთ კვირაში, ერთ თვეში ან რამოდენიმე დროში. მე ვიტყოდი რომ თეატრი კარგ დონეზე მუშაობს“.

თურგაის თქმით მის ხელმძღვანელობამდე საერთაშორისო ფესტვალების უმრავლესობისთვის თავად ემზადებოდა და წარმატებით იღებდნენ მონაწილეობას.

„სანამ მე ხელმძღვანელი და რეჟისორი გავხდებოდი მანამდეც ვამზადებდი საერთაშორისო ფესტივალებისთვის ყველაფერს. თითქმის 90 პროცენტს მე ვამზადებდი. ჭორებს არ უნდა დაუჯეროთ. რადიო მარნეულს მადლობას ვუხდი რომ ჩვენს გასტროლებს და პრემიერებს ავრცელებს. ყველაფერს, თეატრის მოქმედებას ხედვათ. სათქმელი არაფერია. თქვენც ხედავთ, რომ სპექტაკლები, გასტროლები გვაქვს. საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებით ვიღებთ მონაწილეობას. თურქეთში საქართველოს საელჩოს ვუხდი მადლობას. ჩვენს სპექტაკლს მხარი დაუჭირეს. სპექტაკლზეც ესწრებოდნენ. მაღალი შეფასებით დავბრუნდით. ზოგადად სხვა ფესტივალბიდანაც წარმატებით ვუბრუნდებოდით. თითქმის ერთ წელიწადში მაგალითად შარშან ნოემბრიდან ამ წლის ნოემბრის თვემდე თუ ავიღებთ 3 ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა. ყაზახეთში, თურქეთის ქალაქ დენიზლიში და ანკარაში. თეატრი ვითარდება. თეატრში რომ არაფერი არ კეთდებაო ეს ტყუილია. მეტი სათქმელი არ მაქვს“.

ველიზადემ გეგმებზეც ისაუბრა.

„ახალი წლის მერე გასტროლები, ფესტივალები, ახალი პრემიერები იქნება. ძველი რეპერტუარებს არ დავივიწყებთ. ძველ სპექტაკლებსაც ახლიდან დავდგემთ. ახლებიც იქნება. როგორც ყოველთვის ისე გავაგრძელებთ, თეატრს ვაცოცხლებთ. თეატრი აგრძელებს მუშაობას. თეატრისთვის არ ვაკლებთ ჩვენს შრომას. ვინმე თუ ამბობს, რომ თეატრში მუშაობა არ მიდისო, ტყუილია. ყველაფერს თქვენც ხედავთ“.

თურგაის თქმით დღემდე მათ ბევრი სპექტაკლი ჰქონიათ. მისი თქმით თეატრში სხვა დაპატიჟებული რეჟისორებიც არიან მობილიზებული.

„თეატრში 3 რეჟისორია დაპატიჟებული. უბრალოდ წელს არ დავპატიჟეთ. მეც დავიწყე მუშაობა. თეატრში 3 დაპატიჟებული რეჟისორის და ჩემს მიერ გამზადებული სპექტაკლები იყო. პანდემიის დროს 2 წელი რომ გამოვაკლოთ, 3 წლის განმავლობაში 3 რეჟისორი დაპატიჟეს. ისიც აღვნიშნო, რომ თეატრში პირველად ქართულ ენოვანი სპექტაკლი ჩემი ხელმძღვანელობის დროს იყო. სპექტაკლებში აზერბაიჯანელი და ქართველ მწერლებთან ერთად უცხო დრამატურგების პიესებსაც მივმართეთ. რა თქმა უნდა მომავალშიც მივმართავთ. ამჟამად აზერბაიჯანელი დრამატურგი, ახალგაზრდა ქალბატონი ფერვინ ნურანაევას პიესით მომზადებული სპექტაკლის პრემიერისთვის ვემზადებით. დღემდე მომზადებული სპეკტაკლები ესენია. უზეირ ჰაჯიბეკოვის „ცოლ-ქმარი“. იტალიელი დრამატურგის სპექტაკლი „მონო“, სპექტაკლი „მორფი“ და 3 დაპატიჟებული რეჟისორის მიერ გამზადებული სპექტაკლი. 4 სპექტაკლი მომზადდა ჩემი ხელმძღვანელობით“.

ხელმძღვანელი აიდა თაგიევას განცხადებება გამოეხმაურა და თქვა რომ ამჟამად ძველ თანამშრომლებთანაც მუშაობენ. მისი თქმით, თეატრის მსახიობი აიდა თაგიევა მთავარ როლს თამაშობს.

„აღნიშნულ სპექტაკლებიდან ერთ-ერთში აიდაც თამაშობს. თან მთავარ როლზეა. უკვე რა შემიძლია გითხრათ. რას აპროტესტებს არ ვიცი. სპექტაკლი რომელშიც ის თამაშობს პანდემიის დროს მომზადდა. მერე აიდა დეკრეტში გავიდა. მისი დაბრუნების შემდეგ ამ წლის ივლისის თვეში სპექტაკლი „აზიზნისა“ს პრემიერა ჩავატარეთ. ამჟამად მისი ქართულენოვან ვერსიას ვამზადებთ. აიდა მთავარ როლზეა. მე არ მესმის მისი პროტესტი რა რაის. თეატრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“.

დრამ თეატრის ხელმძღვანელის თქმით თეატრში ახლი მსახიობების მოზიდვა გაგრძელდება. მისი თქმით თანამშრომლები ზოგჯერ შიდა წესებს არღვევენ და შენიშვნის მიცემა უწევს.

„აიდას თეატრის ბევრი შიდა წესი აქვს დარღვეული. ორ ჯერ საყვედური მიიღო. რეპეტიციის დროს არაპროფესიონალურად იქცეოდა. მე მომაყენა შეურაცხყოფა და რეპეტიციის პროცესის შეჩერების მიზეზიი გახდა. მან არაპროფესიონალური ქცევის და შეურაცხყოფის გამო ერთი საყვედური მიიღო. მეორე საყვედურიც მიიღო. დასის კრებაზე არ მოვიდა, არც შეგვატყობინა. მეორე გაფრთხილებაც მაგის გამო მიიღო. სვხა რაღაცეებზე რო წავიდეთ, რამდენიმეჯერ ზეპირი გაფრთხილება მივეცი. წერილობითი არ მიმიცია. ამის მიუხედავად მე მომაყენა შეურაცხყოფა და რეაგირება არ მომიხდენია. ტყუილს ამბობს. თავს აჩენს ვინმეზე მეტს".

თურგაი ველიზადემ ისიც აღნიშნა, რომ თეატრის ყველა მსახიობები იღებენ სპექტაკლებში მონაწილეობას. ის ამბობს რომ ასეთი ტყუილი ინფორმაციის გაზიარება ცუდია.

„ეს არის დეზინფორმაციაა. სიმართლე რომ იყოს არაფერს ვიტყვი. მაგრამ მცდარ ინფორმაციას რომ აზიარებ ეგ არის დეზინფორმაცია და არ არის კარგი. შენს სამსახურზე რატომ ავრცელებ ტყუილ ინფორმაციას. ეს არ არის სწორი. ფაქტი უნდა გქონდეს. ფაქტი თუ არ არის ყველაფერი ტყუილია. ისევ ვიმეორებ მსახიობები მოდიან. აიდას მიერაც იყო მსახიობებზე წნეხი და შეურაწყოფა. მაგრამ მე სულ ვცდილობდი თეატრში არ იყოს დისკრიმინაცია. იმ მსახიობების მიერ აიდაზე არ ყოფილა არც წნეხი არც შეურაწყოფა. სულ მშვიდად მუშაობენ თავისთვის. მე არ ვიცი ეს აიდას მიერ ეჭვიანობაა თუ რა არის. ამბობს ახალი თანამშრომლები უნდა მიიღონო, ვიღებთ. ის შეურაწყოფას აყენებს მათ. რატომ? მე არ მესმის ეს ეჭვიანობაა? მე არ ვიცი. მიუხედავად იმისა რომ აიდას ხელფასიც მეტია მაგათზე. ამაჟამდ მთავარ როლზეა. რაზეა საუბარი ვერ ვიგებ“.

შეგახსენებთ , რომ ერთი პერიოდი ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამ თეატრის მსახიობი აიდა თაგიევამ თეატრის მდგომარეობაზე და შიდა ამბებზე ისაუბრა. მან განაცხადა რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში თეატრში 4 ახალი სპექტაკლი დადგეს და ეს სამარცხვინოა. მსახიობმა რადიო მარნეულს განუცხადა რომ სახელმწიფო თეატრის ამ მდგომარეობაში ყოფნა მხატვრული ხელმძღვანელის ბრალია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1