მარნეულში გზების მშენებლობის პროექტების შეძენას მერია 400 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 23 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი გამოაცხადა.

„აღნიშნული მომსახურება გულისხმობს საავტომობილო გზების, მასზე განლაგებული ხელოვნური ნაგებობების (კედელი, მილი, ხიდი და სხვა) ჩათვლით, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევას“. - აღნიშნულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში

მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას 400 000 ლარად გეგმავს.

ტენდერის მიხედვით, გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მარნეულის მასშტაბით 23 ადგილას განხორციელდება.
ეს ადგილებია:
• ქ. მარნეულის შემოვლითი გზის მშენებლობა
• ქ. მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მოედნიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ სკვერამდე
• სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ საიმერლოში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ თამარისის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ბეტონით და ა/ბეტონით)
• სოფელ შულავერი (ყოფ. ნახალოვკის დასახლებაში) გზის რეაბილიტაცია
• სოფელ იმირში შიდა გზის მოასფალტება
• სოფელ იმირში სატუმბო სადგურთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის სამუშოების მოწყობა
• სოფელ ზემო ყულარში (ცხენსაშენი-ც) შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ შაუმიანში შიდა გზების რეაბილიტაცია (რკ/ბტონის საფარით)
• სოფელ ალგეთში შიდა გზების რეაბილიტაცია (1.მოლა ბაირამლის ქუჩა; 2. მარნეული-ლომთაგორას გზის დამაკავშირებელი გზა; 3. ორი ც. გაჩერების მოწყობა)
• სოფელ აზიზკენდში, სოფელ თაზაკენდში და სოფელ გაჯისაკენდში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ წერაქვის და სიონის შიდა გზების რეაბილიტაცია (რკ/ბეტონის საფარით)
• სოფელ ჩანხჩიში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (რკ/ბეტონის საფარით)
• სოფელ ბეითარაბჩიში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ კაპანახჩიშის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელი ხუტორლეჟბადინის და სოფელი ქუთლიარის დამაკავშირებელი გზა
• სოფელ ახეკრპში შიდა გზის რეაბილიტაცია (რკ/ბეტონის საფარით)
• სოფელ კაჩაგანში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ აღმამედლოში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ დაშტაფაში შიდა გზების რეაბილიტაცია
• სოფელ ყუდრში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია რკ/ბეტონის საფარით
• სოფელ ახკრეპში ტურისტული გადასახედის მისასვლელი გზის მშენებლობა
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 15-დან 18 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო წინადადების მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები