მარნეულის მერიამ 238 დროშა იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 973 ლარის დროშა იყიდა. 238 ცალი დროშა ადგილბრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით ინდმეწარმე რახიბ ნასიბოვისგან შეიძინა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური ვიზიტების მასპინძლობისას, პროტოკოლის მიხედვით, ესაჭიროება დროშები როგორც სამაგიდე, ისე საპრესკონფერენციო სადგამიანი. ასევე დროშები, რომლებიც მარნეულის მასშტაბით მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სადგამებზე განთავსდება. გთხოვთ, აღნიშნული საკითხის განხილვა დაავალოთ შესაბამის სამსახურს, რათა მოხდეს სათანადო ღონისძიების გატარება.“
- წერია მოხსენებით ბარათში.

მარნეულის მერიის მიერ შეძენილი დროშები:

  • 15x22სმ სამაგიდე დროშა ორმხრივი 116 ც
  • 100x150 სმ დროშა ორმხრივი შიდა მოხმარების 9 ც
  • 100x150 სმ დროშა გარე მოხმარების 10 ც
  • 130x200 სმ დროშა გარე მოხმარების 6 ც
  • 400x600 სმ დროშა გარე მოხმარების 3 ც
  • დიდი დროშების სადგამი ვერცხლლისფერი 6ც
  • სამაგიდე სადგამი 1-ანი 10 ც
  • სამაგიდე სადგამი 3-ანი 3ც
  • 100X150სმ EU დროშა ნაჭრის 75 ც

ტენდერის მიხედვით, შეძენილი დროშები მერიას 6 დეკემბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით უნდა მიაწოდონ.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები